რეგიონი
პროექტი ,,ახალი სახეები’’ გრძელდება (ვიდეო)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პროექტი ,,ახალი სახეების’’ ფარგლებში, "სარკმლის" ახალი წევრების მერვე და პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების: ნანა ქირიას და მარიამ ქარცხიას ლექსების პრეზენტაცია გაიმართა.

,,უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ორი ნომერი გამოსულია, რომელშიც შესულია შემოქმედი ბავშვების საუკეთესო ნაწარმოებები. ვემზადებით კრებულის მესამე ნომრის გამოსაცემად,’’- აღნიშნა პროექტის ავტორმა მედეა თორიამ.

ახალგაზრდა პოეტებმა თავიანთი შემოქმედებიდან ათ-ათი ლექსი წაიკითხეს. ათი საუკეთესო ნაწარმოებები, სხვა ნიჭიერი ახალგაზრდების მხატვრულ ნამუშევრებთან ერთად, კრებულის მესამე ნომერში შევა.

Print