რეგიონი
ზუგდიდსა და მარნეულში ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება
ოთხ საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისთვის სამზადისი დასრულდა. ხვალინდელი არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება, ჩატარდება თუ არა დანარჩენი 48 ოლქის მსგავსად, 30 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტური.

კენჭისყრის პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

Print