რეგიონი
კახათში მომხდარ ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი ზაზა მესხია დაიღუპა. მისი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print