რეგიონი
ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს
აფხაზური ოპოზიცია პრეზიდენტს უფლემოსილების მოხსნის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდ "აპრას" პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება. შემდეგ კი უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფონდის ლიდერმა „ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ - პოლიტიკური ვითარება დაახასიათა, როგორც კრიტიკული და სახიფათო" და ამაში მოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულა.

მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა იწვევს. ჟურნალისტებთან საუბრისას ბჟანიამ დე ფაქტო აფხაზეთის შს ყოფილი და მოქმედი მინისტრები გააკრიტიკა.

Print