არჩევნები
სანდრა რულოვსს რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს
სანდრა რულოვსს არჩევნების მეორე ტურში რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, არც ცესკო-სთვის და არც საოლქო-საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს.

კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა, 28 სექტემბერს ამოიწურა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო ბიულეტენში ის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, ედიშერ თოლორაიასთან ერთად იქნება.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, თუ მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ედიშერ თოლორაიაზე მეტ ხმას მიიღებს, ის გამარჯვებულად ჩაითვლება. თუ გამარჯვების შემთხვევაში სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, მაშინ მან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს უნდა მიმართოს და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ახალი მაჟორიტარის ასარჩევად, ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნები დაინიშნება.

Print