რეგიონი
გიგა შენგელიას მამა: ჩემს კითხვებზე პასუხები მივიღე
კრწანისის სასწავლო ბაზასთან მომხდარი ფაქტის დროს ლიკვიდირებული გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დავათვალიერე ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა. ცრუ ინფორმაციებიდან მოდის ეს ყველაფერი. დაცული ტერიტორია კი არის როგორც მე ვნახე. მე რაც მითხრეს, იმას ვამბობდი, თორემ აქ პირველად ვარ. არ ვიცი, ჰყავდა თუ არა აქ მეგობარი, ეყოლებოდა ალბათ. ან რამე უნდა მოეპარათ, ანდა მეგობართან. ისეთ ადგილზე იყო ნაპოვნი გვამი, გუშაგი ვერ ნახავდა“, - აღნიშნა შენგელიამ.
Print