რეგიონი
მოსკოვში რუსულ-აფხაზური კონსულტაციები გაიმართა
მოსკოვსა და სოხუმს შორის, 2015 წლის 11 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი კონსულტაციები გაიმართა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ, სტატს-მდივანმა გრიგორი კარასინმა და „რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის ელჩმა იგორ ახბამ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასპექტები, რეგიონში არსებული სიტუაცია, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი რუსულ - ქართული თემატიკას შეეხო“.

ამავე ცნობით, ურთიერთინფორმირების პრაქტიკა და კოსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

Print