რეგიონი
„ათინათში“ საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში კინოთეატრმა „ჯადოსნური ლამპარი“ ბავშვებისთვის მოკლემატრაჟიანი ფილმების ჩვენება მოაწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ისინი მოზარდებს მოუწოდებენ გამორთონ ტელევიზორი და კომპიუტერი და კინოს ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ. ჩვენების შემდეგ დარბაზში მინი - სპექტაკლი გაიმართა.

„მთელი სასწავლო წლის მანძილზე, თვეში ერთხელ, მოსწავლეებს ვეპატიჟებით მათი ასაკისთვის შესაფერისი ფილმების ჩვენებაზე. ერთი წლის განმავლობაში 9 ფილმის ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ, ყოველი ჩვენების წინ, ისინი მიიღებენ კლუბის ილუსტრირებულ ჟურნალს, რომელიც მომდევნო ფილმის ანონსს წარმოადგენს,“- აღნიშნა ფილმის პრეზენტატორმა მარგარიტა ჯიქიამ.

„ჯადოსნურ ლამპარს“ საფუძველი შვეიცარიაში ჩაეყარა. ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის შემდეგ, ქართული კინოთეატრი უკვე ოთხი წელია ზუგდიდელ ბავშვებსაც მასპინძლობს.


Print