არჩევნები
ზუგდიდის გამგებლის არჩევნებში ლაშა გოგიამ გაიმარჯვა
მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ხმების 69, 63 % მიიღო, რაც 18 173 ხმაა. მისმა კონკურენტმა „ენმ“-დან ბესიკ გაბუნიამ კი 30, 37 % აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბუნიას მხარი 7 927-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. ცესკოს მონაცემებით, 65 უბნიდან ყველა დათვლილია.

ზუგდიდის გამგებლის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას.
Print