რეგიონი
სოხუმის "სავაჭრო პალატა"ანდორის სამთავროს ეწვია
დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატის დელეგაცია ანდორის სამთავროს ეწვია. შეხვედრაზე ხელი მოეწერა დე ფაქტო აფხაზეთისა და ანდორის სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„ანდორა ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, სამთავრო ეკონომიურად განვითარებულ რეგიონად იქცა. 85 470 ათასიანი მოსახლეობით, ის წელიწადში 8 - 9 მილიონი ტურისტის მიღებას ახერხებს. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება“, – დოკუმენტის ხელმოწერამდე განაცხადა აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა გენადი გაგულიამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის დელეგაციის ანდორის სამთავროში გამგზავრება და იქ პრეზენტაციის წარდგენა, მხარეებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.


Print