რეგიონი
ხვალ ზუგდიდისა და ფოთის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
4 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის ინფორმაციით, გაჩეხვითი სამუშაოების მიზნით 07:00 საათიდან 09:00 საათამდე გამოირთვება „ზუგდიდი-2“-ის 1225 აბონენტი. 

ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგურ „ზედა ეწერი“-დან ფიდერი „კორცხელის“ 652, ქვესადგურ „ზუგდიდი-1“-დან - 601, ქვესადგურ „ცაიში“-დან ფიდერი „ცაცხვი“-ის 485 აბონენტი. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2963 აბონენტს (1225 აბონენტი რუსთაველის, მარცხენა სანაპირო, პუშკინის, დუტუ მეგრელის, გოგებაშვილის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩები და 1738 აბონენტი სოფლები: ცაცხვი, კორცხელი, ახალი აბასთუმანი).

ხოლო ფოთში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ფოთი-3“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურების ცენტრის 1641 აბონენტს (ნინოშვილის. კოსტიტუციის, კ.გამსახურდიას, რუსთაველის რკალის ნაწილი და მიმდებარე ქუჩები).


Print