რეგიონი
რომანის ,,მისიონერი’’ პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერალმა როსტომ ჩხეიძემ თავისი ახალი ბიოგრაფიული რომანი „მისიონერი” მკითხველს წარუდგინა. მწერლის თქმით, შეუძლებელია, დოდაშვილის პიროვნება და მისი ღვაწლი ქართველმა მკითხველმა არ იცოდეს.

„მასზე ბიოგრაფიული რომანი უნდა დაწერილიყო რათა, უფრო გამოკვეთილიყო მისი პიროვნება“, - აღნიშნა მან.

"სოლომონ დოდაშვილი იყო ილიამდელი ილია" - ასე ახასიათებს მას რომანის ავტორი და ამბობს, რომ მაშინდელ საქართველოში იგი კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავდა, ამასთან, იყო ჟურნალისტი.

„თავის დროზევე ამბობდნენ, რომ ვერ იქნებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი რომ არა სოლომონი, ასევე ვერ იქნებოდა ილია და მისი თაობა“,-განაცხადა ჩხეიძემ.

მწერალთან შეხვედრა ბიბლიოთეკასთან ერთად ფილოლოგმა ნესტან ფიფიამ მოაწყო. რომანის პრეზენტაცია პირველად დღეს ზუგდიდში გაიმართა.
Print