რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული პეტიციები განიხილეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის 2016 წლის 9 თვის შესრულების ანგარიში წარადგინეს. აქ წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და ცვლილებებზე ისაუბრეს. სხდომაზე ასევე საკრებულოში შემოსულ პეტიციებზე იმსჯელეს, რომელიც ზუგდიდის შვიდ სოფელში არსებულ პრობლემებს ეხებოდა, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებს (კახათი, დარჩელი, ორსანტია, ანაკლია, ოდიში, ზედაეწერი და რუხი). ასევე განიხილეს სანაგვე ურნების განთავსების და ნარჩენებისაგან დასუფთავების საკითხი, სასმელი წყლის კაპიტალური ავზის, გარეგანათებისა და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარის მოწყობა.

აღნიშნული პრობლემებიდან დასუფთავების, გარეგანათების და წყლის ავზების მოწყობის საკითხი 2017 წლის ბიუჯეტში ნაწილობრივ იქნება გათვალისწინებული.

"დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“ პროექტის ძირითადი მიზანია აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმართველობების მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება.


Print