რეგიონი
ძალადობის პრევენციის საკოორდინაციო შეხვედრა "ათინათში" (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით პროექტის „სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციისა და რედუქციის ხელშეწყობა საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის კონკრეტული შემთხვევები და მათი პრევენციის გზები განიხილეს. მათ ამ მიმართულებით საკუთარი სამსახურების საქმიანობა შეაჯამეს და ინფორმაციები გაცვალეს.

შეხვედრამ თავი მოუყარა ზუგდიდში იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრობლემებზე მუშაობენ. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. კმაყოფილი ვარ, რომ ადგილზე გავეცანი მიმდინარე მდგომარეობას“, - აღნიშნა ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი“ წარმომადგენლმა ნანა ხოშტარიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, გოგი რევიას თქმით, ოჯახური ძალადობა პრობლემური საკითხია.

2014 წელს ჩვენ განვახორციელეთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა. ამასთან, გაგვაჩნია პროგრამა, რომელიც მსხვერპლისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს. ყველა სოფლის წარმომადგენელი გადავამზადეთ, ჩატარდა გამოკვლევები, დარიგდა ინფორმაციული ბუკლეტები. ახლაც ვაპირებთ კრიზისული ცენტრის გახსნას“, - განაცხადა რევიამ.

შეხვედრას გაერო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამართალდამცავი ორგანოების, სამღვდელოების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print