რეგიონი
ხობის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება
ხობში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება 4 ათასი ინდივიდუალური სკამი, შენდება ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენთა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები. შეიცვლება განათების და წყლის სისტემები.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.

„ფეხბურთელებს აქამდე ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, არ არსებობდა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, ადმინისტრაციის შენობა, მაყურებელს არ ჰქონდა ტრიბუნა და სკამი. მაგრამ მალე ხობელ სპორტსმენებს ექნებათ ძალიან კომფორტული სტადიონი და ეს ძალიან მახარებს“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

ხობის სტადიონის რეკონსტრუქცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარია. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.

სტადიონის რეკონსტრუქცია  ივნისის თვეში დაიწყო მომავალ წელს დასრულდება.

Print