რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ ხიდზე არსებულმა ორმომ გამოიწვია (ვიდეო)
სოხუმის ქუჩაზე მდებარე ხიდზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველები ავარიის გამომწვევ მიზეზად ხიდზე არსებულ ორმოს ასახელებენ.

ამ წუთისთვის სოხუმის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მასზე პასუხისმგებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

თავის მხრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის საფარი დიდმა სატვირთო ავტომანქანამ დააზიანა და მისი შეკეთება უახლოეს მომავალში მოხდება.





















Print