რეგიონი
ფრაქცია ,,ენმ'' საკრებულოში კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლების მისვლას ითხოვს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დღევანდელ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემებზე ისაუბრა. ის კლუბის წარმომადგნლების საკრებულოს სხდომაზე მოწვევისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მათგან მოსმენის ინიციატივით გამოვიდა.

„ცნობილია, რომ კლუბში არის პრობლემები. ამავე დროს არის ძალიან ბევრი ბრალდება, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელებას ეხება. 

"აუბარია იმაზე, რომ არსებობს კორუფციის ნიშნები, ფეხბურთელებს არ ეძლევათ ხელფასები და ასევე, ჩვენთვის გაუგებარია ინვესტორის პოზიცია. სწორედ ამ კითხვებზე გვინდა პასუხები უშუალოდ მათგან მოვისმინოთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, ამ თემაზე აუდიტის სამსახური უკვე მუშაობს. თავად კი მზადაა, შეხვდეს საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს და ესაუბროს მათ.

ცნობისთვის, კლუბი „ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგაში სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. სპეციალისტების ვარაუდით, მას უმაღლეს ლიგაში დარჩენის მინიმალური შანსი აქვს.
Print