რეგიონი
ხობის პირველი ბაღის სამივე კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შენობა გადაიხურება. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და გათბობის ახალი სისტემები.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დ მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

აღნიშნული ბაღის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი პლიუსი“ ასრულებს.

Print