ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა ატესტაცია მიმდინარეობს (ვიდეო)
14:15 / 17.11.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
თანამშრომელთა შიდა ატესტაცია დილიდან დაიწყო.
ამჯერად, ის წერით დავალებას მოიცავს და პოლიტიკურ თანამდებობაზე
მყოფი საჯარო მოხელეების გარდა, ყველა თანამშრომელს ეხება.
ატესტაციას სულ 203 ადამიანი გაივლის.
აქედან
182 გამგეობის თანამშრომელია,
დანარჩენი 21 კი - საკრებულოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას
თქმით, ატესტაციის მიზანი თანამშრომლების პროფესიული ჩვევების,
კვალიფიკაციისა და შესაძლებლობის შემოწმებაა.
"იმედი მაქვს, რომ გამგეობა კვალიფიციური მოხელეებით არის
დაკოპმლექტებული, მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, ვინმეს სამსახურის
დატოვება მოუხდეს, "- განაცხადა ნანავამ.
ატესტაციას მუდმივმოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისია ატარებს
და ის 19 ნოემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები