რეგიონი
ახალგაზრდა მამაკაცმა სოფელ ლიაში მშობლები მოკლა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, დღეს დილით,  35 წლის მამაკაცმა საკუთარ დედ-მამას თავი ნაჯახით მოკვეთა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა გამგებლის წარმომადგენელი ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ კვირკველია ამბობს, რომ დამნაშავეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

"აგრესიული არ იყო, არც ოჯახში ჰქონიათ კონფლიქტი, ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა", - განაცხადა მან.

ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა (დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობა) აღძრული, რაც თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Print
თეგები: მშობლები / ლია /