რეგიონი
GEM-Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა
თბილისში GEM-Fest-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ და BBC WORLD-ის და BBC PERSIA PERSIAN-ის წამყვანმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ბეზად ბალურმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, BBC იღებს ვალდებულებას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, ფესტივალის განმავლობაში, გააკეთოს პირდაპირი ჩართვები ანაკლია-განმუხურიდან, ასევე მოამზადოს სიუჟეტები ფესტივალის პრე და პოსტ პერიოდში, რომელსაც ასეულობით მილიონი ადამიანი ნახავს მთელი მსოფლიოდან.

BBC განმუხურში სპეციალურ სტუდიას მოაწყობს GEM-Fest-ის სივრცეში, საიდანაც ინფორმაციას ანაკლია-განმუხურში მიმდინარე ფესტივალის შესახებ მსოფლიოს მიაწვდის.

შეხვედრაზე გიორგი სიგუამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორს, ლევან შონიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფესტივალის განხორციელებაში, თანადგომისთვის და მხარადჭერისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას“, - განაცხადა სიგუამ კონფერენციაზე.

Gem-Festi სამეგრელოში, კერძოდ ანაკლია-განმუხურში 2015 წლიდან იმართება.
Print