რეგიონი
მარტვილის კანიონთან ავტოსადგომი შენდება
მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგომი 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები და სველი წერტილები.

ახალი ავტოსადგომის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 340 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი“ ახორციელებს, სადაც 60 ადგილობრივია დასაქმებული.

აქამდე მარტვილის კანიონთან პარკირების არ არსებობის გამო ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს პრობლემები ექმნებოდათ.

მარტვილში კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა 2016 წელს მოეწყო.
Print