რეგიონი
ფოთსა და დარჩელში დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს
ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად კი დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

Print