ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლები გადასცა (ვიდეო)
13:15 / 01.12.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მის მოადგილე
მამუკა წოწერიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან
ერთად, სოფლებში ჭითაწყარში, ურთაში, ცაცხვში, ოქტომბერში, ერგეტაში,
ცვანესა და კოკში მცხოვრებ ბენეფიციარებს სამოთახიანი საცხოვრებელი
საჩუქრად გადასცა.
წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე
25 ოჯახსსახლი აუშენა.
"მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 41 სახლი
არის აშენებული და პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება",- აცხადებს
გამგებელი.
ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ
პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები
არიან.
მასალის გამოყენების პირობები