რეგიონი
პუტინმა და ხაჯიმბამ მოსკოვში „ორმხრივი თანამშრომლობის“ საკითხები განიხილეს
მოსკოვში რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მოსკოვსა და აფხაზეთს შორის 100 - ზე მეტი ხელშეკრულება და შეთანხემბა დაიდო და კიდევ ოცდაათი დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, "საინვესტიციო მიმართულებით, ჩამოყალიბდა 9 მილიარდი რუბლის ოდენობის პაკეტი, აქედან, შვიდას მილიონზე მეტი რუბლის ოდენობის პროექტი უკვე დამტკიცებულია“.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ამჟამად „ქვეყნის თავდაცვის, სასაზღვრო თანამშრომლობის, ეკონომიკური გავითარების საკითხების განხილვა მიმდინარეობს". მან მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო რესპუბლიკას უწევს და აღნიშნა, რომ „სავაჭრო ბრუნვა 5% - ით გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა საბანკო სფეროს შესაძლებლობები“.

დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებას 2014 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

Print