რეგიონი
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს და მოსახლეობას იწვევს.

კონსორციუმი უფლებამოსილია ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. იგი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზსშ) დოკუმენტის შემუშავების პროცესშია.

საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ორ ნაწილად იყოფა: (1) პროექტის ფარგლების დადგენა (სკოუპინგი) და (2) შეფასება. კონსორციუმი თითოეულ ეტაპზე გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას.

იგი დაინტერესებულ მხარეებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის მიმდინარეობას და მოისმენს მათ მოსაზრებებს. ბუნებრივ და სოციალური საკითხებზე პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება:

9 დეკემბერს, 16:00საათზე, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში. მის:გამსახურდიას გამზ.45.

10 დეკემბერს, 12:00საათზე, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში. ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია შეხვედრაზე დასწრება.

სკოუპინგის დოკუმენტი გამოქვეყნდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვებგვერდზე: http://anakliadevelopment.com.

ანაკლიის ნავსადგური 2020 წელს უნდა გაიხსნას.

Print