ზუგდიდის ცენტრში წაქცეულმა ხემ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია (ვიდეო)
15:02 / 03.12.2016
ზუგდიდის ცენტრში ზვიად გამსახურდიას გამზირზე ნაძვის ხე წაიქცა,
რომელმაც გზის ჩაკეტვა და ელექტრო სადენების დააზიანა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის
თანამშრომლები. სამსახურის უფროსმა მამუკა ციმინტიამ რადიო
"ათინათს" განუცხადა, რომ ხე ქარის შედეგად
წაიქცა.
"ამ წუთებში ხეს მორებად ვაქუცმაცებთ და გზას ვასუფთავებთ.დაახლოებით
ათი მანქანა დაგვჭირდება, ხოლო გზაზე მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში
აღდგება. რაც შეეხება ელექტოენერგიის მიწოდებას, "ენერგო პრო-ჯორჯიას"
თანამშრომლები ეტაპობრივად უზრუნველყოფენ".
მასალის გამოყენების პირობები