რეგიონი
მოსკოვში აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მუშაობენ
მოსკოვში სოხუმისა და რუსული კონსალტინგური კომპანია „სთრათეჯი პართნერს გრუფის“ სამუშაო ჯგუფები შეიკრიბნენ. დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე „2025 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების სამოქმედო პროგრამის პირველი ეტაპი“ დასრულდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის თანამიმდევრულად განვითარება... პირველად,
უახლეს ისტორიაში, ჩვენ შევძლებთ გავაფართოვოთ დაგეგმარების ჰორიზონტი და შევიმუშავოთ მოქმედებების საგზაო რუქა“, - აღნიშნა ადგურ არძინბამ.

მინისტრის თქმით, სამუშაოები მოსკოვში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print