რეგიონი
ბლოგერები აფხაზეთში ნიღბიანი ადამიანების გამოჩენაზე საუბრობენ
„აფხაზეთიდან შემაშფოთებებლი ამბები მოდის. გზებზე შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებსაც ზოგიერთები „რუსეთიდან ჩამოსულ თავაზიან ადამიანებად" მიიჩნევენ. ეს ინფორმაცია „სოხუმი ინფოს“ ბლოგში გამოქვეყნდა.

ავტორის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ნიღბიანები ხელს არავის უშლიან, მათ გამოჩენას აფხაზეთში ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილ, სახალხო თავშეყრას უკავშირებენ, რომელზეც, შესაძლოა, ხაჯიმბას იმპიჩმენტის საკითხი დაისვას“.

„ცოტა ხნის წინ ვწერდი იმის შესახებ, რომ აფხაზეთმა „სახელმწიფოებრიობის“ ის მცირე ელემენტებიც კი დაკარგა, რომელიც მას გააჩნდა. და, რაც უფო ახლოსაა თავშეყრის დღე, მით უფო ნათელია ის ფაქტი, რომ რუსეთი არავის მისცემს მის მიერ დანიშნულის მოხსნის უფლებას.

სხვათა შორის, აამუშავეს ისეთი ფარული ფაქტორი, როგორიცაა სომხური მოსახლეობა. სხვაგვარად, აბა, ვისზე იქნებოდა გათვლილი ეფ ეს ბეს კანტორის, რუსეთში ჯავახური დიასპორის თავმჯდომარის, აგასი არაბიანის განცხადება, რომელიც 5 დეკემბერს, რიგმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს. არაბიანი ბრალს სდებს ოპოზიციას და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმაში, რომ „აფხაზურ ოპოზიციას ბრიტანული სპეცსამსახურები, არასამთავობო ორგანიზაციების „შერიგების რესურესების“ და „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ საშუალებით აფინანსებენ. ის წერს, რომ ამის შესახებ, მას „აფხაზეთის სომხური თემის ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა» აცნობეს.

მის სიტყვებს იმეორებს ვინმე ალექსანდრე ხაგუში, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზური ოპოზიციის დეტალური კოორდინირების მიზნით, „რესპუბლიკაში“ რეგულარულად ჩამოდიან ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ თანამშრომლები.

როგორც ჩანს, წერს ბლოგერი, აფხაზეთში, რუსეთის მიბაძვით, "ჯადოქრებზე ნადირობა" იწყება, რომლის მსხვერპლად ოპოზიციური ძალები უნდა იქცნენ.


Print