რეგიონი
ზუგდიდში მომღერლები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ
11 დეკემბერს 16:00 საათზე, კომბინატის კულტურის ცენტრ "ოდიშში", საქველმოქმედო კონცერტი პოეტ ეკა ზარანდიას მხარდასაჭერად ჩატარდება. პოეტი სიმსივნეს ებრძვის. კონცერტში მონაწილეობას გიორგი ნაკაშიძე, თამარ ჯგუშია, ბენდი under 7, დები მებონიები და სხვა შემსრულებლები მიიღებენ.

საღამოს ერთ-ერთი წამყვანი პოეტი შოთა წურწუმია იქნება.

ბილეთის ფასი: 10 ლარი
Print