რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: არანაირ პირობებზე, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მე არ წავალ!
დე ფაქტო აფხაზეთი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. საზოგადოებრივი პალატის ამოცანათა შორის, მან სხვადასხვა კანონპროექტის რეალური ექსპერტიზის ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. "მთავარია, რომ ხალხმა იცოდეს, რომ საზოგადოებრივი პალატა სწორედ ის ორგანოა, რომელიც კანონების არსს მიაწვდის მათ", - თქვა ხაჯიმბამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი პალატა მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ასპარეზად უნდა იქცეს. "ოპოზიციასა და მთავრობას შორის შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის მცდელობამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგულია".

თავის მხრივ, საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა ნათელა აკაბამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ყველა ღონე იხმარონ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, " პარლამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებასა და პოლიტიკური ძალებს შორის დიალოგისკენაა მიმართული, ყველამ უნდა მიიღოს! არანაირ პირობებზე, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მე არ წავალ! ხელისუფლება, არა მხოლოდ უნდა დაეთანხმოს რაღაცას, არამედ, რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა დარღვევაზე, რომელიც თავს იჩენს".

Print