რეგიონი
აფხაზეთში ნიღბიანი ადამიანების გამოჩენსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს
დე ფაქტო აფხაზეთის „სახელმწიფო ავტოინსპექციის (გაის)“ თანამშრომლებთან ერთად ბოლო დროს, საგუშაგოებზე კომუფლირებულ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანები გამოჩნდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს „შსს - ს ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს- ს ცენტრალური აპარატი და სახელმწიფო ავტოინსპექცია, ერთობლივად ახორციელებენ რეიდებსა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს“.

მანამდე, ინფორმაცია აფხაზეთის ქუჩებში ნიღბიანების გამოჩენასთან დაკავშირებით, ბლოგმა „სოხუმი ინფო“ გაავრცელა. ავტორი წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ნიღბიანები ხელს არავის უშლიან, მათ გამოჩენას აფხაზეთში ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილ, სახალხო თავშეყრას უკავშირებენ, რომელზეც, შესაძლოა, ხაჯიმბას იმპიჩმენტის საკითხი დაისვას“.

Print