"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"
წარმომადგენლებმა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში
ბუნებრივ
და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოუპინგის) საკითხზე
საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. მას ადგილობრივი თვითმმართველობის,
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის
წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონსორციუმის გარემოსდაცვის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების
მენეჯერის სოფიო ბერიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც
ფლორა- ფაუნის, ასევე სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევა.
"ამ კვლევის შედეგები მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიდება და ის
საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის", - აღნიშნა
მან.
მისივე თქმით, ასევე კონსორციუმს ეკისრება გარკვეული სოციალური
პასუხისმგებლობა, რომელიც საბავშვო ბაღების, ტრენინგ და ბიზნეს
ცენტრების, ამბულატორიების და სპორტული მოედნების მშენებლობას
მოიცავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი
სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის
გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ
ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი
ტონა იქნება.
პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5
მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს
გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები