"ერთსულოვნების ზეიმი" - ეკა ზარანდიას მხარდასაჭერი კონცერტი (ვიდეო)
12:08 / 12.12.2016
ზუგდიდში, კულტურის ცენტრ "ოდიშის"
საკონცერტო დარბაზში, პოეტ ეკა ზარანდიას მხარდასაჭერი საქველმოქმედო
აქცია-კონცერტი
გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ: ფოლკ-ბენდი "ლაკადა", გიორგი ნაკაშიძე,
თამარ ჯგუშია, ჯანი იზორია, ლიზა და ლიკა მებონიები, ანი ტაბაღუა,
ანსამბლი "ოდოია" და სხვა.
"მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რაც ზოგადად ახლავს ამ
დაავადებას - მე ბედნიერი ვარ...მეუბნებიან, წერენ, რომ ეს
დავიმსახურე, არავითარ შემთხვევაში, ეს ამ ხალხმა გააკეთა, ეს ხალხის
დამსახურებაა", - თქვა ეკა ზარანდიამ.
ღონისძიების პარალელურად ორგანიზატორებმა შემოწირული ნივთების
გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა
მთლიანად ეკა ზარანდიას მკურნალობის
ხარჯებს მოხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები