რეგიონი
აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა გახშირდა
აფხაზეთში ბოლო დროს ელექტროენერგია ხშირად ითიშება, წერს ადგილობრივი მედია. „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელი თემურ კაცია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე „კატასტროფულ დატვირთვას“ ასახელებს.

„წელს ელექტროქსელებზე დატვირთვა 10%-ით გაიზარდა. მოძველებული დანადგარებისა და  დიდი დატვირთვის გამო ავარიები ხდება“, — აღნიშნა მან.

"ჩვენ მაშინათვე ვახდენთ რეაგირებას , რა თქმა უნდა , თუ ეს ღამით არ ხდება, როდესაც ტექნიკის უსაფრთხოების წესების თანახმად, სამუშაოს შესრულება შეუძლებელია", — განაცხადა თემურ კაციამ.

მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით, აფხაზეთში სერიოზულ ავარიებს ადგილი არ ჰქონია.




Print