რეგიონი
ნაძვის ხის კონკურსში გამარჯვებულს გუბერნატორი დააჯილდოებს
სამეგრელო ზემო–სვანეთში სახელმწიფო – რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით 30 დეკემბერს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის, ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში, კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება.

,,შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“ - მიზანია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება.  

გამოფენაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსში ცნობილი ბრენდები და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან.

გამარჯვებულს, დამთვალიერებელი, ფარული კენჭისყრით გამოავლენს. მას კი სპეციალურ პრიზს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი  ლევან შონია გადასცემს.

მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე , ან ტელეფონზე: 591 41 77 25.
Print