რეგიონი
მულახის თემში ზვავი ჩამოწვა
სვანეთში დიდთოვლობაა. უამინდობის გამო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა შეექმნა რამდენიმე სოფელს. როგორც რადიო "ათინათთან" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, გზას ამ წუთებშიც წმენდენ. მისივე თქმით, მულახის თემში ზვავი ჩამოწვა, რომელმაც ორი ბოძი წააქცია. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, თითქმის, გაწმენდილია. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის 300-მდე აბონენტს, არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

Print