რეგიონი
ზუგდიდში რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად სერგო კვარაცხელია აირჩიეს. მის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად და უკვე მეოთხედ დაუჭირეს მხარი.

მეცხრე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას 23 დელეგატი დაესწრო. აქვე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტის კახაბერ ჭუმბურიძის განცხადებით, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რეგიონებში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

გარდა პრეზიდენტისა, დღეს კომიტეტის წევრებიც აირჩიეს.

Print