რეგიონი
ბათლომე შელიამ "ენმ"-ში შიდა დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის და ამავდროულად ქალაქის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია პარტიის წევრებს  შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. ამის შესახებ ის განცხადებას საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.

"ზუგდიდში მიშას მხარდამჭერობას ამოფარებულებმა ისეთი მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა, რაც არც მიშას შეეფერება და არც იმ ადამიანებს, ვინც საბჭოზე ხმა მისცა მიშას შემოთავაზებულ პროექტს და დღეს პარტიაში განსხვავებული პოზიციის ერთ მხარეს დგანან. ჯერ იყო და პარლამენტში ზუგდიდიდან დეპუტატებს იმდენი ტალახი ესროლეს, ჩვენი ამომრჩეველიც და არა ამომრჩეველიც გაოგნებული იყო და არიან. ეს ტალახი მიშას ღალატის სახელით "მოზილეს" და ბუნებრივი რეაქციაც და მხარდამჭერებიც მოიპოვეს.

შემდეგ ეტაპად პარტიაში შეხვედრა დაგეგმეს, იქ მოიწვიეს პარტიული აქტივი არასრული შემადგენლობით. ძირითადად ის ადამიანები, რომელთა ძირითადი ნაწილის აზრი წინასწარი გასაუბრებით იცოდნენ. შეხვედრის ძირითად მოდერატორებად ანი წითლიძე, მაია კალანდია, მანანა ტრანკლე და ალიკა ქობალია (პრაქტიკულად იმ ე.წ. ფლანგის ლიდერები) მოგვევლინნენ. 20 დეკემბერს დაგეგმა ზემოთ ხსენებულმა ოთხეულმა პარტიის შეხვედრა და პრეზიდენტთან ჩართვა, სადაც როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ."...



Print