რეგიონი
დიდთოვლობა წალენჯიხაში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარმა 50-სანტიმეტრს მიაღწია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. გამგეობის ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად "ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
Print