რეგიონი
ფოთში 30-მდე თურქული ტრაილერია გაჩერებული
ტრაილერების გაჩერება თურქეთის საბაჟოსა და ფოთის პორტში შექმნილ ვითარებას უკავშირდება, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან კვლავ შეზღუდვები რჩება.

"უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა ფოთის პორტში, სადაც მუშაობა შეფერხებულია და აქედან გამომდინარე, მთელი დატვირთვა ბათუმის პორტზე მოდის, რის გამოც ბათუმის მიმართულებით სატვირთო მანქანების გადადგილების რეგულირება ხდება, ხოლო საპატრულო პოლიცია არეგულირებს, რომ ტრაილერების გადაადგილება ეტაპობრივად მოხდეს“.

ფოთში, მალთაყვას უბანში 30-მდე გაჩერებული ტრაილერის მძღოლების თქმით, საპატრულო პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამის მიზეზი კი მათთვის უცნობია. ისინი ამბობენ, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ და მაღაზიები მათგან შორსაა.

Print