რეგიონი
სოხუმი: ჯანდაცვის სამინისტრომ სამი მთავარი სპეციალისტი გაათავისუფლა
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მთავარი პედიატრი ადა აბუხბა, მთავარი ნეონატოლოგი საიდა კონჯარია და მთავარი აკუშერ-გინეკოლოგი  რიტა ტრაპში დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომის შედეგების მიხედვით გადაწყდა, რომ პედიატრიული სამსახურის, მათ შორის, ნეონატალურის, მუშაობა არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება, ახალშობილთა, ნეონატალური და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელების ანალიზის შედეგების მიხედვით იქნა მიღებული.

Print