რეგიონი
ზუგდიდში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა (ვიდეო)
სამხატვრო გალერეაში ორგანიზაციამ ,,საქართველო SOS ბავშვთა სოფელი'' პროექტის ,,ზუგდიდის ოჯახის გაძლიერება'' ფარგლებში, გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბენეფიციარების მიერ დამზადებული საახალწლო ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.

,,თითოეულ მათგანს გრანტის სახით გადაეცა ხელნაკეთი ნივთებისთვის შესასრულებელი სამუშაო მასალა. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა მათი ოჯახების გაძლიერებას მოხმარდება '', - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა თამარ მესხიამ.

Print