რეგიონი
აფხაზეთში ნაძვის ხეების ჭრა აიკრძალა
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა ნაძვის ხეების ჭრაზე აკრძალვა დააწესა. დღეისთვის, ბრაკონიერობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვები „მთელს ტერიტორიაზე“ ვრცელდება, ნატურალური ნაძვის შეძენის შესაძლებლობა მაინც არსებობს, რადგან ისინი რუსეთის ფედერაციიდან შემოაქვთ.

ამასთან, ჭითანავამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში „მწვავედ დგას ნაძვის სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხი, თუმცა, ჯერჯერობით, არ არის მოძიებული სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი ფინანსები“.


Print