რეგიონი
ზუგდიდში პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობაზე დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
,,საიას'' ზუგდიდის ოფისში კვლევის "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები" შუალედური შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე ის თემები გამოიკვეთა, რომელთა მიმართულებითაც მუშაობა უნდა გაგრძელდეს პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით. მათ შორისაა: საკანონმდებლო ბაზა, შიდა პარტიული დემოკრატია, ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე.

„როცა პარტიაში პრობლემებია, მას ტოვებენ მამაკაცები. ქალები კი რჩებიან იმ პარტიების ერთგულნი, რომელთაც ისინი თავიდან წარადგინეს. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში 16 კაცს არ გამოუყენებია პარლამენტის ტრიბუნა, ასეთი ფაქტი ქალ დეპუტატებს შორის არ დაფიქსირებულა. არ ყოფილა ქალი დეპუტატი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია პარლამენტის ტრიბუნა“, -განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

დისკუსიაში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ორგანიზაცია საპარლამენტი არჩევნების გენდერულ ანალიზს 2018 წლამდე განახორციელებს.

Print