რეგიონი
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდალის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

Print