რეგიონი
რამდენი დაიხარჯება ზუგდიდის მერიის შენობის დასუფთავებისთვის
ქალაქ ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობისა და სამხედრო აღრიცხვის საოფისე ოთახების დასუფთავებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 960 ლარი გამოიყო. აქედან, მერიის შენობის დასუფთავებისთვის 65 000 ლარი უნდა დაიხარჯოს, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის - 3 960 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ერთი წლის მანძილზე, ჯამში 4305,4კვ/მ ფართის დასუფთავება უნდა უზრუნველყოს.

ტენდერში კომპანიამ - შ.პ.ს "ზუგდიდდეზინფექცია"-მ მიიღო მონაწილეობა და გასაწევი მომსახურების ფასი 62 100 ლარი დაასახელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

მერიამ აღნიშნულ შპს-ს ადმინისტრაციული ობიექტების დასუფთავების სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები მოთხოვა.

Print