რეგიონი
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ასოციაცია „ათინათის“ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით 29 დეკემბერს 18:00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ პარკში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. აქვე მოისმენენ სასიამოვნო მუსიკას, დააგემოვნებენ ტკბილეულს და ცხელ სასმელებს.

დეტალები იხილეთ ბმულზე: საახალწლო გამოფენა-გაყიდვა


Print