რეგიონი
სოხუმი და დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა „უვიზო რეჟიმზე“ შეთანხმდნენ
დე ფაქტო აფხაზეთსა და დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკას შორის „უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირება მოხდა. აფხაზი პარლამენტარის დიმიტრი შამბას განცხადებით, შეთანხმების თანახმად, „მოქალაქეებს ორივე მიმართულებით თავისუფლად მგზავრობის და 90 დღიანი ვიზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ“. 

კანონპროექტის წარდგენისას, შამბამ აღნიშნა, რომ „შეთანხმების რატიფიცირება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად“.


Print