რეგიონი
ყველისგან დამზადებულ ნაძვის ხეს ყველაზე კრეატიულის სტატუსი ერგო (ვიდეო)
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში კონკურსი "კრეატიული ნაძვის ხე" გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების, მუნიციპალიტეტების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პაატა საჯაიამ გაიმარჯვა, რომელმაც შებოლილი ყველისგან გაკეთებეული ნაძვის ხე წარმოადგინა.

გამოფენაში გამარჯვებული მესტიაში სასტუმრო „თეთრნულდში“ დაისვენებს. მას ასევე ექნება ორ პერსონაზე გათვლილი სასტუმროს მომსახურების სრული პაკეტი. საჩუქარი ჟიურის რჩეულს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცა.

გამოფენის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა და მისი მიზანი საახალწლოდ ნაძვების ჭრის შეჩერებაა.

Print